Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ასოცირების შეთანხმება არ არის ევროკავშირთან თანამშრომლობის საბოლოო მიზანი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ნოემბერს, ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ არის ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. როგორც ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველო იმედით მოელის წელს დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც "უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა" აქვს საქართველოსათვის. „დღეს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას. ამ მხრივ, მივესალმებით ამ ყოვლისმომცველი შეთანხმების წინასწარ ამოქმედებას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესის დროულად წინსვლას. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონკრეტული შედეგების მიღწევა მომავალი წლის მაისში, აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტამდე. ჩვენი მთავარი ამოცანაა ძალისხმევის გააქტიურება საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირების მიზნით: კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება“, განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG