Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა ქუთაისის შემოვლითი გზა


19 ნოემბერს გაიხსნა ქუთაისის შემოვლითი გზა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-ანი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება. როგორც იუწყებიან, 32 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი ურთულესი კონსტრუქციებითაა დატვირთული. აშენდა ხუთი სატრანსპორტო კვანძი, ექვსი საავტომობილო ხიდი და ამდენივე გზაგამტარი.

XS
SM
MD
LG