Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ვენაში ჩავა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი 20 ნოემბერს ვენაში ჩავა და შეუერთდება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მაღალ დონეზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. ახლოვდება ბოლო ვადა, 24 ნოემბერი, რომელიც შეთანხმების მისაღწევადაა დაწესებული. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯენ საკი აცხადებს, რომ კერი ვენაში შეხვდება აშშ-ის მომლაპარაკებელთა გუნდს, სანამ სხვებთან გამართავდეს მოლაპარაკებას. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მიზანია ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამის შეზუდვაზე, რადგან დასავლეთში შიშობენ, რომ თეირანი შესაძლოა, ბირთვული იარაღის შექმნას შეეცადოს. დასავლეთის ოფიციალური პირები ბოლო დღეებში აცხადებენ, რომ რჩება მნიშვნელოვანი უთანხმოება და ჯერჯერობით გაურკვეველია მოხერხდება თუ არა შეთანხმების მიღწევა.

XS
SM
MD
LG