Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის განცხადებით, რუსეთმა ისევ მიაწოდა სამხედრო დახმარება სეპარატისტებს


უკრაინის განცხადებით, რუსეთმა ისევ მიაწოდა სამხედრო დახმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს. უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივნის, ევგენი პერებინისის ცნობით, მძიმე აღჭურვილობის ხუთი კოლონა დაფიქსირდა 24 ნოემბერს უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას. პერებინისმა 25 ნოემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ხუთი კოლონა მოიცავს 85 ავტომანქანას, რომლებიც იზვარინეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. კიევი აცხადებს ასევე, რომ ერთი ჯარისკაცი და ხუთი დაიჭრა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. უკრაინაში ექვსი თვის წინ დაწყებულმა კონფლიქტმა, გაეროს მონაცემებით, 4300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG