Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერმა წარმოადგინა ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა


ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა წარმოადგინა ევროკავშირის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, რომელიც 315 მილიარდი ევროს (392 მილიარდი დოლარის) ინვესტიციებს ითვალისწინებს. იუნკერმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას გამოთქვა იმედი, რომ გეგმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. „ვქმნით ევროპის ახალ ფონდს სტრატეგიული ინვესტიციებისთვის. დაფინანსება გარანტირებული იქნება ფულით ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. ფონდი შეძლებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში 315 მილიარდი ევროს მობილიზებას“, განაცხადა იუნკერმა. გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, საჭიროებს ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერას დეკემბრის სამიტზე.

XS
SM
MD
LG