საქართველოში გადაიარა საპროტესტო ტალღამ და პირველმა ემოციურმა შეფასებებმა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას“ მოჰყვა. ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უფრო მშვიდ გარემოში და რამდენიმე კუთხით შევხედოთ ამ ახალ გამოწვევას. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველომ შექმნილ ვითარებაში ანტიანექსიურ პოლიტიკაზე უნდა იფიქროს.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.