სექსუალური შევიწროება მეტროში და გენდერული მედიამონიტორინგი
სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა გამოკითხვა თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური შევიწროების თაობაზე. გამოკითხვაში 200 ქალი მონაწილეობდა. ამავე ორგანიზაციამ წარმოადგინა შედეგები მედიამონიტორინგისა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერულ ჭრილში გაშუქებას შეეხებოდა. გადაცემის სტუმრები: მარიამ წერეთელი - ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი; მადონა კოტია - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვლევითი და განათლების ცენტრის მენეჯერი; სალომე ბენიძე - ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; თამარ რუხაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"