Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში გამოსვლები მოჰყვა კიდევ ერთი თეთრკანიანი პოლიციელის გამართლებას


ნიუ-იორკის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა თეთრკანიანი პოლიციელი, უიარაღო შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის საქმეში. სასამართლომ ვერ გამონახა „გონივრული მიზეზი“, რომლის საფუძველზეც ოფიცერ დანიელ პანტალეოს ბრალი შეიძლებოდა წარდგენოდა ივლისში ერიკ გარნერის მკვლელობის საქმეში. 4 დეკემბერს, დილით ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრაცია რამდენიმე ადგილას გაიმართა ნიუ-იორკში. ერთი კვირით ადრე შავკანიანი თინეიჯერის, მაიკლ ბრაუნის თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკვლის საქმეში სასამართლოს ანალოგიურ გადაწყვეტილებას ძალადობრივი გამოსვლები მოჰყვა აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში და სხვა ქალაქებში. ერიკ გარნერთან პოლიცელის შეტაკება ვიდეოფირზე აღიბეჭდა და კიდევ უფრო გააძლიერა დებატები ამერიკის პოლიციის მიერ ძალის გამოყენების საკითხზე, განსაკუთრებით უმცირესობებთან მიმართებით. პოლიციის განცხადებით, 43 წლის გარნერმა, რომელიც 6 შვილის მამა იყო, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც მას სიგარეტით უკანონო ვაჭრობაში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG