Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია ჯანელიძე: საქართველო ავღანეთში მომავალ მისიაში 750 ჯარისკაცს გაგზავნის


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გადის შესაბამის პროცედურებს, რათა სამშვიდობო ქვედანაყოფი მიავლინოს ავღანეთში, სადაც მომავალი წლიდან აშშ და ნატო „გადამჭრელი დახმარების“ სახელით ცნობილ ახალ საერთაშორისო მისიას იწყებენ. საქართველოს პარლამენტის ნებართვის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად იქნება, 750-კაციანი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს ავღანეთში, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ქვედანაყოფი ორი ოცეულით არის წარმოდგენილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს ჯარისკაცები მომავალი წლის მარტამდე დარჩებიან.

XS
SM
MD
LG