Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ის ახალ სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებს


რუსეთი არ დატოვებს უპასუხოდ აშშ-ის ახალ სანქციებს, თუკი მათ დააწესებენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. რა საპასუხო ზომები იგულისხმება, რიაბკოვს არ დაუზუსტებია. მან თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრისას, კვირას რომში, აპირებს თავის კოლეგასთან ერთად განიხილოს ანტირუსული განწყობილების საკითხი, ასევე ვაშინგტონის მცდელობები, მოახვიოს თავს რუსეთს მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები. უფრო ადრე ამერიკის სენატმა მიიღო კანონპროექტი „უკრაინაში თავისუფლების მხარდაჭერისთვის“ , რაც პრეზიდენტს ნებას რთავს უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 350 მილიონი დოლარის გამოუყოს და ასევე,რუსეთისთვის ენერგეტიკის და თავდაცვის სფეროებში სანქციები გააფართოოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტს აშკარად კონფრონტაციული უწოდა. სანქციები რუსეთს აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა დაუწესეს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, რასაც რუსეთი უარყოფს.

XS
SM
MD
LG