Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბირთული რაკეტების შეთანხმების საკითხში რუსეთი აშშ-ის დიქტატს არ დაემორჩილება“


რუსეთმა გადრაზებით უპასუხა ვაშინგტონიდან ბრალდებას, რომ მოსკოვი არღვევს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს აშშ-ის მიმართ და განაცხადა, რომ არ დაჰყვება აშშ-ის დიქტატს საშუალო სიშორის რაკეტების შეთანხმების გარშემო. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვაშინგტონი მისდევს კონფრონტაციის ლოგიკას რუსეთთან ურთიერთობაში. განცხადება პასუხი იყო აშშ-ის კონგრესის მოსმენის დროს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აშშ-მა უნდა უპასუხოს რუსეთის მხრიდან შეთანხმების დარღვევას. 1987 წელს დადებული შეთანხმებით, იკრძალება ხმელეთზე განთავსებული ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც 500 დან 5500 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ.

XS
SM
MD
LG