Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წარმოებული იარაღის გაყიდვა იზრდება


შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ რუსეთის იარაღის მწარმოებლები აფართოებენ გაყიდვებს მოსკოვის ინვეტიციების წყალობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მცირდება თავდაცვის ხარჯები. 15 დეკემბერს გამოქვეყნდა „სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს იარაღის მწარმოებელი ასი წამყვანი კომპანიის სიაში არსებული რუსეთის 10 კომპანიის გაყიდვებმა 2013 წლისთვის 31 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 20 პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის თანახმად, რუსეთის იარაღის კომპანიების მიერ გაყიდვების ზრდა „დიდწილად გაპირობებულია 2000-იან წლებში რუსეთის მთავრობის მიერ სამხედრო შეიარაღებაში უწყვეტი ინვესტირებით“. მსოფლიოს იარაღის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი 100 ქვეყნის მთლიანი სამხედრო წარმოება მესამე წელია მცირდება. 2013 წელს წინა წელთან შედარებით 2 პროცენტით შემცირდა და 402 მილიარდი დოლარი შეადგინა. არასანდოობის გამო ანგარიშში არ არის შეტანილი მონაცემები ჩინეთიდან, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს.

XS
SM
MD
LG