რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში დააკავეს პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ლენინის ძეგლის უკრაინული დროშის ფერებად შეღებვაში. გასულ კვირაში აქტივისტებმა ყვითელი და ცისფერი საღებავები შეასხეს ლენინის ძეგლსა და საბჭოთა ტანკს მეორე მსოფლიო ომის მონუმენტზე. გარდა ამისა, ლენინის ძეგლზე დაწერეს „დიდება უკრაინას“. პოლიციამ დაიწყო გამოძიება „პოლიტიკური, იდეოლოგიური, რასობრივი, ეთნიკური და რელგიური სიძულვილით მოტივირებულ ვანდალიზმში“ ბრალდების საფუძველზე. რეგიონის გუბერნატორმა ვლადიმირ გოროდეცკიმ 15 დეკემბერს გამოაცხადა ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ. მას არაფერი უთქვამს დაკავებულების რაოდენობაზე, ან ვინაობაზე.
ყველაზე პოპულარული
1