Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში სამს მიაღწია მძევლების გასათავისუფლებელი ოპერაციის მსხვერპლთა რიცხვმა


ავსტრალიის პოლიციის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელის ჩათვლით, სიდნეიში მძევლების აყვანით გამოწვეული ერთდღიანი კრიზისის დროს. პოლიციამ იერიში მიიტანა ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეზე, სადაც 16 საათზე მეტხანს ყავდა მძევლები აყვანილი წარმოშობით ირანელ კაცს.პოლიციის ცნობით, 50 წლის თავდამსხმელს ტყვია მოხვდა და საავადმყოფოში მიყვანისას ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. იერიშს ემსხვერპლნენ 34 წლის კაცი და 38 წლის ქალი. პოლიციის ცნობით დაიჭრა კიდევ ოთხი ადამიანი. ოპერაცია დაიწყო ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მძევლები აიყვანა 50 წლის ჰარონ მონისმა. მანამდე სატელევიზიო კადრებზე ჩანდა კაფეში მყოფი, ხელებაწეული რამდენიმე ადამიანი და შავი დროშა არაბული წარწერით. ოპერაციის მსვლელობაში, კაფე სირბილით დატოვა რამდენიმე მძევალმა.

XS
SM
MD
LG