Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ": 2014 წელს მსოფლიოში 66 ჟურნალისტი მოკლეს


პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მონაცემებით, განვლილი წლის განმავლობაში მსოფლიოში 66 ჟურნალისტი იქნა მოკლული პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მაჩვენებელი 7%-ით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, სირიაში ჟურნალისტებისათვის თავის მოკვეთა ცხადჰყოფს უკიდურეს საფრთხეს, რომელშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა კონფლიქტების გაშუქებისას. 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღრვებოდ“ აღნიშნავს, რომ “იშვიათად დაუხოცავთ ჟურნალისტები პროპაგანდის ასეთი ბარბაროსული გაგებით, რამაც მთელი მსოფლიო შეაძრწუნა“. ყოველწლიურ ანგარიშში, ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად არის დასახელებული სირია, სადაც განვლილი წლის განმავლობაში 15 ჟურნალისტი დაიღუპა. მას მოჰყვებიან პალესტინელების ტერიტორიები (შვიდი მოკლული ჟურნალისტი) და უკრიანა (ექვსი მოკლული ჟურნალისტი). ანგარიშში აზერბაიჯანი მოხსენიებულია მედიის წარმომადგენელთა „ევროპაში უდიდეს საპატიმროდ“ და ყურადღება არის გამახვილებული ხადიჯა ისმაილოვაზე - რადიო თავისუფლების კორესპონდენტზე, რომელსაც აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

XS
SM
MD
LG