Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა წლევანდელი ანგარიში წარმოადგინა


2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სავარაუდო თვითმკვლელობის ხუთი ფაქტი მოხდა, რაც მიუთითებს, რომ ასამუშავებელია შესაბამისი პროგრამები - განაცხადა დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მან წლევანდელი ანგარიში გააცნო საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ომბუდსმენის შეფასებით, მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადეკვატური გამოძიების გარშე რჩება. "ეს ეხება უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს და ასევე პროკურატურას, რომელმაც გამოძიება უნდა ჩაატაროს, თუმცა, რეალურად არც ერთი საქმე არ დასრულებულა“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

XS
SM
MD
LG