Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 125-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სკოლაზე თავდასხმისას


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ შავებში ჩაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა 125-ზე მეტი ადამიანი დახოცეს ქალაქ ფეშავარის სკოლაში. მოკლულების უმრავლესობა ბავშვები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. ასობით მოსწავლე და მასწავლებელი შტურმის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში რჩებოდა სკოლაში, საიდანაც სროლის და აფეთქებების ხმა ისმოდა. პროვინციის პრემიერ-მინისტრს ფერვეზ ხატაკის ადმინისტრაციის ცნობით, დადასტურებულია, რომ დაიღუპა 126 ადამიანი და დაიჭრა 122 ბავშვი. დღევანდელი თავდასხმა მსხვერპლის რაოდენობით ერთ-ერთი უმძიმესია, რაც კი ექსტრემისტებს პაკისტანში განუხორციელებიათ. პროვინციის პრემიერ-მინისტრის მონაცემებით, რვიდან ათამდე „ტერორისტი“ შეიჭრა არმიის საჯარო სკოლასა და კოლეჯში. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მისი თქმით, პაკისტანში პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრები 17 დეკემბერს შეიკრიბებიან ფეშავარში.

XS
SM
MD
LG