Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აცხადებს კუბასთან ურთიერთობაში „ახალი ეტაპის“ შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებას კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. როგორც ობამამ 17 დეკემბერს თეთრ სახლში განცხადებით გამოსვლისას აღნიშნა, ვაშინგტონი ბოლოს მოუღებს „მოძველებულ მიდგომას“, რომელიც ძალაშია რამდენიმე ათწლეული და რომელიც ვერ მოემსახურა შეერთებული შტატების ინტერესებს. ვაშინგტონის პოლიტიკაში ამ მნიშვნელოვანი ცვლილებით, ობამას თქმით, დაიწყება ახალი ეტაპი ორი ქვეყნის ურთიერთობაში - რაც ითვალისწინებს ჰავანაში აშშ-ის საელჩოს ამუშავებას და ნაბიჯებს კუბის მიმართ შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოს გასაუქმებლად. დღეს უფრო ადრე, კუბამ გაათავისუფლა შეერთებული შტატების მოქალაქე ალან გროსი, რომელმაც ხუთი წელი დაჰყო ჰავანის ციხეში. დღესვე კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ჰავანაში გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მიღწეულია შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. ამერიკა-კუბის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

XS
SM
MD
LG