Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთები განაგრძობენ შეტევას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებზე


ქურთთა ძალების, ფეშმერგას მებრძოლები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშები, განაგრძობენ შეტევას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სინჯარის რეგიონში. ერაყელმა ქურთებმა შეტევა 17 დეკემბერს დაიწყეს, ისინი ცდილობენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები განდევნონ სინჯარიდან, რომლებმაც ქალაქი აგვისტოში დაიპყრეს. თუ ქურთები შესძლებენ ქალაქზე კონტროლის აღდგენას, ამით გაიხსნება დერეფანი სინჯარის მთისკენ - ადგილებისკენ, რომლებსაც სინჯარში მცხოვრები იეზიდთა უმცირესობის ათასობით წარმომადგენელმა შეაფარა თავი, როცა სინჯარი „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა.

XS
SM
MD
LG