Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს ფორუმი ოკუპაციის პრობლემის განსახილველად


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოდის წინადადებით, საქართველოში ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. პრეზიდენტმა ფორუმის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე, რომლის მთავარ თემებადაც სახელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები. თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი პარტიის წევრები ემხრობიან პრეზიდენტის წინადადებას. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების გასამყარებლად და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას ამ მიმართულებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობა და დევნილთა პრობლემები.

XS
SM
MD
LG