Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში პრეზიდენტად აირჩიეს 88 წლის ბეჯი კაიდ ესებსი


ტუნისის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბეჯი კაიდ ესებსი. ის 88 წლისაა და მთავრობის წევრი იყო ტუნისის ავტოკრატი ლიდერის, ზინ ელ-აბედინ ბენ ალის მმართველობის წლებში. ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების 21 დეკემბერს გამართული, მეორე ტურის ოფიციალური შედეგებით, ესებსის ერგო ხმების 55,68%, ხოლო მის მეტოქეს, ამჟამინდელ პრეზიდენტ მონსეფ მარზუკის - 44,32%. შედეგად ესებსი, რომელიც ისლამისტების მოწინააღმდეგედ ითვლება, გახდა თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული პირველი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ტუნისმა 1956 მოიპოვა საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა. ახალი, პროგრესული კონსტიტუციითა და ოქტომბერში არჩეული პარლამენტით, ტუნისი მიჩნეულია დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებულ ნიმუშად იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც 2011 წელს „არაბულმა გაზაფხულმა“ მოიცვა.

XS
SM
MD
LG