Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი იწყება


ბელორუსიის დედაქალაქში 24-26 დეკემბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე მინსკში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, რუსეთის, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისა და ეუთოს წარმომადგენლები. სექტემბერში ანალოგიური შეხვედრა დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რაც მალევე დაირღვა და ბრძოლები კვლავა განახლდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის ოლქში. სექტემბრიდან მოყოლებული ბრძოლებში 1000-მდე კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG