Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი არაყზე ფასების ზრდის მოთოკვის ინიციატივით გამო


რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, არ დაუშვას არაყზე ფასების ზრდა, რაც ქვეყანაში არალეგალური და საფრთხის შემცველი ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებას წაახალისებს. დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ,რუსეთი 1998 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში მომავალ წელს 10 პროცენტიანი წლიური ინფლაციაა მოსალოდნელი, ამის ფონზე კი პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. როიტერსის სააგენტოს თანახმად, რუსეთში მცხოვრები მამაკაცების მეოთხედი 50 წლის ასაკში იღუპება. ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად კი უმრავლეს შემთხვევაში ალკოჰოლი სახელდება.

XS
SM
MD
LG