Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის გამომძიებლები რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისს ჩხრეკენ


რადიო თავისუფლების ბაქოს ოფისში ჩხრეკას აწარმოებს ქვეყნის გენერალური პროკურატურის ათამდე გამომძიებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ აქვთ სასამართლოს სანქცია „ოფისის დახურვის თაობაზე“. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლები, რომლებსაც თან ახლდნენ შეიარაღებული პოლიციელები, ბიუროს ოფისში ადგილობრივი დროით 10:30 საათზე შევიდნენ. სამართალდამცველებმა ერთ ოთახში შესვლა უბრძანეს ბიუროს 20-მდე თანამშრომელს, აუკრძალეს მათ გარე სამყაროსთან კონტაქტი და მოითხოვეს ბიუროს დოკუმენტები და თანამშრომელთა პირადი საქმეები. პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს დადგენილებით აზერბაიჯანულ სამსახურში შემოწმება ტარდება, როგორც უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში. მიმდინარე წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ასეთივე რეიდები უკვე ჩაატარეს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და „აირექსის“ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფში. ორივე ორგანიზაცია მოგვიანებით დაიხურა.

XS
SM
MD
LG