Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში მისულმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს "პანორამა თბილისის" საკითხის განხილვა


თბილისის საკრებულოს წევრებთან დაპირისპირების გამო თბილისის საკრებულოს შენობა სამ მოქალაქეს დაატოვებინეს. დაპირისპირება მოხდა საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც "პანორამა თბილისის" საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში იყვნენ მისული. მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოში მივიდნენ, აცხადებენ, რომ "პანორამა თბილისის" საკითხის განხილვა საკრებულოს სხდომაზე 30 დეკემბერს არ უნდა მოხდეს. ისინი ითხოვენ საკითხის გადადებას და ფართო საზოგადოების ჩართვას ამ პროექტის განხილვაში. მათ პოზიციას იზიარებს საკრებულობს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. პროექტი „პანორამა თბილისი“ აერთიანებს ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანსა და ერეკლე II-ს მოედანს. მოქალაქეების ნაწილი პროექტში ხედავს დიდ საფრთხეს თბილისის ისტორიული იერსახისათვის.

XS
SM
MD
LG