Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელს ირანში 16 ადამიანი ჩამოახრჩეს


მიმდინარე წელს ირანში სულ ცოტა 16 ადამიანი ჩამოახრჩეს. ირანის სააგენტო „ფარსის“ ცნობით, 4 იანვარს გაუპატიურებაში ბრალდებული სამი კაცი ჩამოახრჩეს ირანის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ქალაქ თორღაბეში. სააგენტოს თანახმად, ისინი ჩამოახრჩეს „სახალხოდ, თორღაბეს სასამართლოს წარმომადგენელთა თანდასწრებით“. აშშ-ში მოქმედი „ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) ინფორმაციით, 1 იანვარს ირანში 13 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. სააგენტოს თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებული 7 პატიმარი ჩამოახრჩეს კერმანის პროვინციის შეჰაბის ციხეში. იმავე დღეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 4 ქალი დასაჯეს სიკვდილით ბამის ციხეში და ორი კაცი - ბანდარ აბასის ციხეში. „საჰამნიუსის“ 5 იანვრის ინფორმაციით, ფარსის პროვინციაში გასამხედროებული დაჯგუფება „ბასიჯის“ წევრი 22 წლის კაცი ჩამოახრჩეს ქალზე თავდასხმისა და მკრეხელობისთვის.

XS
SM
MD
LG