Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერი: სამი წელი დაგვჭირდება ჯარის რეფორმირებისათვის


ჯარის რეფორმირებისა და გადაწყობისთვის ერაყს სამი წელი დასჭირდება, ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ აბადიმ „როიტერსთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, არმიის რესტრუქტურიზაციის პროცესს ართულებს რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებთან ბრძოლა. ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება ერაყელ სამხედროებში კორუფციის მაღალი დონე.

XS
SM
MD
LG