Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში პირველად აირჩიეს პრეზიდენტი ქალი


ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა. კონსერვატორმა პოპულისტმა არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მცირე უპირატესობით დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი, რის შედეგადაც ხორვატიას პირველად ეყოლება პრეზიდენტი ქალი. მართალია, ეს პოსტი ხორვატიაში, ძირითადად, რეპრეზენტაციული ფუნქციებით შემოიფარგლება, მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, არჩევნების შედეგი ასახავს ამომრჩევლების განწყობას წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის. გრაბარ-კიტაროვიჩის გამარჯვება მნიშვნელოვნად ზრდის მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის, ხორვატიის დემოკრატიული კავშირის შანსებს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ხორვატია 2013 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში, მაგრამ კვლავინდებურად განიცდის ეკონომიკურ პრობლემებს. გრაბარ-კიტაროვიჩი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვაშინგტონში ხორვატიის ყოფილი ელჩია.

XS
SM
MD
LG