Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაასახელეს მინისტრობის კანდიდატები


ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციამ დაასახელა მთავრობის წევრობის კანდიდატები, არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, აბდულ სალამ რაჰიმიმ 12 იანვარს, ქაბულში გამართულ ცერემონიაზე დაასახელა კაბინეტის წევრობის 25 კანდიდატი. მათ შორის არის სამი ქალი, რომელიც უხელმძღვანელებს უმაღლესი განათლების, ინფორმაციისა და კულტურის და ქალთა საკითხების სამინისტროებს. ღანი და არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე, აბდულა აბდულა, რომელიც ამჟამად აღმასრულებელი ხელისუფლებლის ლიდერია, თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას ახალი კაბინეტის შემადგენლობაზე. პროცესის შეფერხებამ გააჩინა ეჭვი, რომ ე.წ. ერთიანობის მთავრობა მუშაობას ვერ შეძლებს.

XS
SM
MD
LG