Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და კამერონი პირობას დებენ, რომ მტკიცედ დაუპირისპირდებიან ექსტრემისტებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი პირობას დებენ, რომ კვლავაც ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდებიან ისლამისტ ექსტრემისტებს. ერთობლივ სტატიაში, რომელიც გაზეთმა „ტაიმსმა“ დაბეჭდა, ობამა და კამერონი აცხადებენ, რომ არავის მისცემენ გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის უფლებას. ერთი კვირის წინ, 7 იანვარს პარიზში შეიარაღებულმა პირებმა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში დახოცეს 12 ადამიანი, მათ შორის კარიკატურისტები. ტერაქტები კიდევ ორი დღე გაგრძელდა. სამი დღის განმავლობაში თავდამსხმელებმა პარიზში 17 ადამიანი დახოცეს.

XS
SM
MD
LG