Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი გამორიცხავს პუტინს მიწვევას „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსეთის პრეზიდეტის მიწვევას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც ივნისში ბერლინში გაიმართება. „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მეკრელი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულიც“ და „დიდი რვიანიც“ საკუთარ თავს მიიჩნევენ, როგორც ერთი ფასეულობების საფუძველზე გაერთიანებულ თანამეგობრობას. ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის ეკონომიკური სანქციები შენარჩუნდება მანამ, სანამ ის მიზეზები იარსებებენ, რისთვისაც სანქციების იქნა შემოღებული-, აცხადებს გერმანიის კანცლერი. უფრო ადრე მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შესრულოს მინსკში ხელმოწერილი 12 პუნქტიანი შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნები არ განიხილავენ სანქციების გაუქმების საკითხს.

XS
SM
MD
LG