Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ძალებმა დატოვეს დონეცკის აეროპორტის ტერმინალები, ბრძოლა გრძელდება


უკრაინის არმიის პრესმდივნის განცხადებით, მთავრობის ძალები გავიდნენ დონეცკის აეროპორტის ტერმინალების შენობიდან - პოზიციებიდან, რომლებსაც ისინი თვეების განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისგან. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სულ მცირე ექვსი და შესაძლოა 13 ადამიანი დაიღუპა 22 იანვარს, მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ქალაქ დონეცკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა არის ცნობები, რომ ტროლეიბუსს საარტილერიო ჭურვი მოხვდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დონეცკის აეროპორტის გარკვეული ნაწილები მთავრობის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება და ბრძოლა გრძელდება. მისი ცნობით, 21 იანვარს გვიან ღამით 20 უკრაინელი სამხედრო გავიდა ტერმინალის შენობის ნანგრევებიდან, რადგან „მათი პოზიციები განადგურებული იყო და პირდაპირი ცეცხლის ქვეშ შეიძლებოდა მოხვედრილიყო.“ განცხადების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში აეროპორტთან ბრძოლაში დაიღუპა სულ მცირე ექვსი სამხედრო, კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ადგილებში მიმდინარე ბრძოლაში. ამავე წყაროს თანახმად, აეროპორტის ბრძოლაში დაიჭრა 16 სამხედრო, რომლებიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს.

XS
SM
MD
LG