Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW მთავრობებს მოუწოდებს კრიზისების დროს არ უგულებელყონ ადამიანის უფლებები


ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც აცხადებს, რომ მსოფლიოს გარშემო ბევრი მთავრობა „დიდ შეცდომას“ უშვებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფით, უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად. ნიუ-იორკში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, კენეთ როთი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გლობალური გამოწვევების გავრცელებასა და გამძაფრებაში - გამოწვევების, როგორებიცაა ისლამისტური ექსტრემიზმი და უკრაინის კონფლიქტი. როთის თანახმად, ამგვარი კრიზისების გადაჭრისთვის უმნიშვნელოვანესია „ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.“ ერთ-ერთ მაგალითად მას მოაქვს ერაყის და სირიის მთავრობების მხრიდან გატარებული ძალისმიერი და რელიგიური დაპირისპირების გამომწვევი პოლიტიკა - რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებაში. ამასთან, როთის აზრით, დასავლეთის მხრიდან გამოვლენილმა „მეტნაკლებად შეზღუდულმა“ რეაქციამ რუსეთში კრიტიკული აზრის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების მიმართ „შესაძლოა გააღრმავა“ უკრაინის კრიზისი - ხოლო საინფორმაციო სისტემის დახურვამ კრემლს საშუალება მისცა ჩაეხშო უკრაინაში მისი ნაბიჯების შესახებ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები.

XS
SM
MD
LG