Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინელ მფრინავს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალი წაუყენა


უკრაინის სამხედრო მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტს, რომელიც შიმშილობს, ახალი ბრალი წაუყენეს. სავჩენკოს ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ მფრინავს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალი წაუყენეს. სავჩენკო უკრაინაში დააკავეს პრორუსულმა სამხედრო სეპარატისტებმა და ბრალად დასდეს იმ ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილი, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის დროს დაიღუპნენ. სავჩენკო 29 იანვარს ერთ-ერთი საპატიმროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობით, მან სწრაფად დაკარგა წონა. ადვოკატმა ნოვიკოვმა ადრე გაავრცელა წერილი, რომელიც მფრინავმა ქალმა მისწერა საპატიმროში მყოფ რუს აქტივისტს, მარკ გალპერინს, სადაც ის წერდა, რომ თავს კარგად გრძნობს და ბრძოლას გააგრძელებს. ის წერდა, რომ უკრაინა და რუსეთი ერთად დაამარცხებენ ბოროტ და სამარცხვინო მთავრობას. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უარით უპასუხეს კიევის და დასავლეთის მოწოდებას, გაუშვან სავჩენკო.

XS
SM
MD
LG