Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკო ჰარამის ისლამისტმა მებრძოლებმა ახალი იერიში წამოიწყეს ნიგერიაში


გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტური ორგანიზაცია ბოკო ჰარამის ექსტრემისტებმა 1 თებერვალს ახალი თავდასხმები წამოიწყეს ჩრდილოეთ ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში. მანამდე ექსტრემისტული ორგანიზაციის მებრძოლები უშედეგოდ შეეცადნენ ხელთ ეგდოთ ბორნოს შტატის დედაქალაქი, საიდანაც ისინი ნიგერიის არმიამ განდევნა. 31 იანვარს ჩადის არმიამ განაცხადა, რომ მისმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს ბოკო ჰარამის 120 მებრძოლი ჩრდილოეთ კამერუნში, სადაც ბრძოლები სამი კვრის განმავლობაში გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG