Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტრო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), რომელიც შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს. დღეს დაგეგმილია საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომის გამართვა. სხდომის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების პროექტი, რაც, სამინისტროს მტკიცებით, ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG