Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო „აგრესიული რუსეთის“ შესახებ გაფრთხილებით გამოდის


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს პასუხს რუსეთის აგრესიაზე. სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში და ისინი აიძულოს შეასრულონ სექტემბერში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. სტოლტენბერგი ამ განცხადებებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ. შეხვედრის თემაა მცირე ზომის სამხედრო ცენტრების დაარსება, რომლებიც სწრაფად შესძლებენ რეგიონის თავდაცვის გაძლიერებას რუსეთიდან წამოსული საფრთხის შემთხვევაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, უკრაინაში იმყოფება და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართავს მოლაპარაკებას. შეხვედრის ფონია ცნობები, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ცვლიდეს უკრაინისთვის იარაღის არმიწოდების პოლიტიკას. ამ დრომდე ვაშინგტონი უკრაინას მხოლოდ არალეტალურ შეიარაღებას აწვდიდა - მაგალითად რაციებს და ღამის ხედვის მოწყობილობებს.

XS
SM
MD
LG