Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ცდილობს უკრაინის კონფლიქტის დასრულებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ 5 თებერვალს კიევში გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ცდილობს უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებას. კერის თქმით, მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, უკრაინიდან გაიყვანოს სამხედროები და შეიარაღება და მეამბოხეები აიძულოს უერთგულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიევში ვიზიტით მყოფმა კერიმ ასევე განაცხადა, აშშ-ს სურს კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას, მაგრამ „ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ საზღვარს რუსეთის ტანკები კვეთს“ უკრაინის მიმართულებითო. კერის თქმით, დღეს უკრაინის უდიდესი საფრთხე „აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან გაგრძელებული აგრესიაა“. კიევში კერიმ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან გამართა შეხვედრა.

XS
SM
MD
LG