Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა. ამავე დროს, მისი თქმით, კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების მიმართ ევროპელი ლიდერების უარყოფითი დამოკიდებულება იმედის მომცემია რუსეთისთვის. ლავროვის სიტყვებით, რუსეთი ყოველთვის მომხრე იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესების დაწყებისა. ევროპის უსაფრთხოებაზეც საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-მა და ევროპამ ერთ კითხვას უნდა უპასუხონ: ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებას ისინი რუსეთთან ერთად აპირებენ თუ რუსეთის გარეშე.

XS
SM
MD
LG