Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 ადამიანი დაიღუპა კაიროს სტადიონზე შეღწევის მცდელობისას


ეგვიპტის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 22 ადამიანი დაიღუპა 8 თებერვალს ეგვიპტეში, კაიროს სტადიონზე პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკების შედეგად. ეს იყო ყველაზე მსხვერპლიანი დაპირისპირება სპორტულ ღონისძიებაზე ეგვიპტეში 2012 წლის მერე. კაიროს სტადიონზე იმართებოდა მატჩი ორ ეგვიპტურ კლუბს - „ზამალეკსა“ და „ენბის“ შორის და მსგავსი მატჩების უმრავლესობისგან განსხვავებით მასზე მაყურებლის დასწრება ნებადართული იყო. თუმცა, შსს-მ მაყურებელთა რაოდენობა 10000-მდე შეზღუდა და ბილეთები მალე გაიყიდა. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მსხვერპლი გამოიწვია ჭყლეტამ - „ზამალეკის“ ასობით გულშემატკივარი შეეცადა ძალით შეჭრილიყო სტადიონზე. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო, მთავრობამ განუსაზღვრელი ვადით გადადო „ეგვიპტის პრემიერ ლიგა“. 2012 წლის თებერვალში 74 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდშიკაიროს ორ გუნდს შორის ფეხბურთის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების დროს.

XS
SM
MD
LG