Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბრძოლის ორივე მხარე წარმატებაზე იუწყება


აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლის ორივე მხარე ტერიტორიების დაკავების მხრივ წარმატებაზე იუწყება, იმ ფონზე, როცა გაძლიერებულია დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობის დასამყარებლად. მოხალისეთა ბატალიონი „აზოვი“ სოციალური ქსელებით იუწყება, რომ მარიუპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი დაიკავა და აზოვის ზღვასთან მდებარე, სტრატეგიული ქალაქიდან განდევნა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. მეამბოხეთა სამხედრო პრესმდივანმა, ედუარდ ბასურინმა კი 9 თებერვალს გვიან ღამით განაცხადა, რომ სეპარატისტთა ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ დებალცევოს და ის მნიშვნელოვანი გზატკეცილიდან იზოლაციაში მოაქციეს. დებალცევოს 25,000 მოსახლის უმრავლესობა ევაკუირებულია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კონფლიქტის ესკალაციის დროს დებალცევო ყველაზე ინტენსიური შეტაკებების ერთ-ერთი ადგილია. კონფლიქტს აპრილის შემდეგ ემსხვერპლა 5,350-ზე მეტი ადამიანი. უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა შესაძლოა 11 თებერვალს შეხვედრა გამართონ კონფლიქტის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის.

XS
SM
MD
LG