Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას 40 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან


12 თებერვალს „მსოფლიო ბანკმა“ გამოაცხადა, რომ 2015 წელს უკრაინას გამოუყოფს 2 მილიარდ დოლარს დახმარების სახით. ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უმწეოების დახმარებაზე, რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაზე. „მსოფლიო ბანკის“ განცხადებით, აღნიშნული თანხა იქნება საერთაშორისო პაკეტის ნაწილი. „უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალმხრივი რეფორმების სწრაფად გატარება“, განაცხადა „მსოფლიო ბანკის“ პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა. 12 თებერვალს „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მმართველმა დირექტორმა ქრისტინ ლაგარდმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება უკრაინისთვის ოთხწლიანი, 17,5 მილიარდი დოლარის სესხის გამოყოფაზე. ლაგარდმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინა სულ 40 მილიარდ დოლარს მიიღებს. გასულ წელს უკრაინული გრივნა 50%-ით გაუფასურდა, უკრაინის ეკონომიკა კი დაახლოებით 7,5%-ით შემცირდა.

XS
SM
MD
LG