Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სარაკეტო ძალების მანევრების წამოიწყო


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წამოიწყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების ფართომასშტაბიანი სწავლება, რაც უპრეცედენტოა რუსეთის უახლეს ისტორიაში. სამხედრო უწყების წარმომადგენლის პოლკოვნიკ იგორ ეგოროვის განცხადებით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მოძრავ, ისე სპეციალურ მაღაროებში არსებული სტრატეგიული სარაკეტო სისტემები. რუსეთის ირკუტსკისა და ტვერის რაიონებში მიმდინარე სტრატეგიულ სწავლებაში მთლიანობაში 30 სარაკეტო დივიზიონია წარმოდგენილი და ისინი რამდენიმე იმიტირებული საბრძოლო ამოცანის შესრულებაში ღებულობენ მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდა სწავლების რაიონში დივერსიისა და დიდი სიზუსტის მქონე იარაღით შეტევის აღკვეთა წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG