Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების მიერ მინსკში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას მიესალმნენ საქართველოს და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თამარ ბერუჩაშვილი და ბოგდან აურესკუ. თბილისში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეუქცევადი გახდება. „ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებისგან განსხვავებით, რუსეთი შეასრულებს მინსკში აღებულ ყველა ვალდებულებას და სრულფასოვნად სცემს პატივს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 12 თებერვალს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ. მან აღნიშნა, რომ შეთანხმებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარებას. „ჩვენ არ გვსურს სამეზობლოში ვიხილოთ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი“, - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

XS
SM
MD
LG