Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლო: სვეტლანა დავიდოვას დაპატიმრება ‘უკანონოა’


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ვიაზმელი ქალის, სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული სვეტლანა დავიდოვას დაპატიმრება.სასამართლომ 16 თებერვალს გამოიტანა განჩინება, რომ დავიდოვას თავდაპირველი დაკავება, რომელიც 22 იანვრიდან 3 თებერვლამდე გრძელდებოდა, იყო უკანონო. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, შვიდი შვილის დედა 3 თებერვალს ციხიდან გაათავისუფლეს, სასამართლომდე ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით.მოსკოვის სასამართლოს დავიდოვასთვის ბრალდება არ მოუხსნია. ადვოკატი აცხადებს, რომ მთავრობას ფინანსური კომპენსაციის გადახდას სთხოვს იმ პერიოდისთვის, რომელიც დავიდოვამ უკანონოდ გაატარა ციხეში. გავრცელებული ცნობებით, დავიდოვამ აპრილში უკრაინის საელჩოში დარეკა და უთხრა, რომ ვიაზმის ახლოს მდებარე ბაზიდან შესაძლოა სამხედროებს უკრაინაში აგზავნიდნენ.

XS
SM
MD
LG