Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოცი პოლიციელი მოკლეს


ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში პოლიციის შტაბბინაზე ოთხი თვითმკვლელის თავდასხმისას ოცამდე პოლიციელი დაიხოცა. ცნობით, თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ, ამიტომ მათი შემოწმება არ მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, დახოცილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ბევრი მძიმედაა დაჭრილი. ავღანეთიდან იტყობინებიან, რომ თალიბანის მიერ მოწყობილი თავდასხმისას ექვსი პოლიციელი მოკლეს ყანდაარის პროვინციაში. მაივანდის რაიონში პოლიციის საკონტროლო პუნქტს თალიბები დაესხნენ თავს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, სროლის შედეგად თალიბებმა დიდი დანაკარგი ნახეს იარაღის მხრივაც. თალიბანს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG