Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ზურაბ აბაშიძის განცხადებებს საგანგაშო უწოდებს


საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებებს საგანგაშოს უწოდებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალსიტებთან აღნიშნა, აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. „ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ 18 თებერვალს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 18 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

XS
SM
MD
LG