Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის თაობაზე


საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის და გერმანიის კანცლერი ახლა ყველაზე მეტად არიან დარწმუნებული, რომ სრულად უნდა დაინერგოს მინსკის შეთანხმება - რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ბრძოლის დასრულებას. ოლანდი ამ განცხადებით გამოვიდა პარიზში, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ოლანდის თქმით, ზავი რამდენჯერმე დაირღვა და ახლა სრულად უნდა იყოს დაცული ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლორან ფაბიუსი აცხადებს, რომ 3 მარტს პარიზში უმასპინძლებს რუსეთის, გერმანიის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს. აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ბრძოლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს და მთავრობის ძალებს შორის, მიუხედავად იმ საზავო შეთანხმებისა, რომელსაც მინსკში, გასულ კვირაში ოლანდისა და მერკელის მონაწილეობით მიაღწიეს .უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა რუსეთის 20-ზე მეტმა ტანკმა, 10-მა სარაკეტო სისტემამ და სამხედროებით სავსე ავტობუსებმა. ლისენკოს თქმით, შეიარაღება და ჯარისკაცები ნოვოაზოვსკისკენ გაემგზავრნენ - მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი, სტრატეგიული ქალაქიდან, მარიუპოლიდან აღმოსავლეთით.

XS
SM
MD
LG