Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია კოსოვოელებს აფრთხილებს, ნუ შეეცდებიან თავშესაფრის მოპოვებას ამ ქვეყანაში


ავსტრიის მთავრობამ კოსოვოს უდიდეს გაზეთში გამოაქვეყნა გაფრთხილება კოსოვოელების მიმართ, ნუ შეეცდებიან ავსტრიაში თავშესაფრის მოპოვებას. გაზეთ კოჰა დიტორეს მთელ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ კონტრაბანდისტები ტყუიან, ეკონომიკური მიზეზებით ავსტრიაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებთ. იქვე წერია, რომ ავსტრიის კანონით, უკანონო იმიგრანტებს რვანახევარი ათასი დოლარის გადახდა უწევთ ჯარიმის სახით. სერბიისგან ცალმხრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საფასურის სანაცვლოდ კოსოვოელები კონსტრბანდისტებს გადაჰყავთ სერბიის გავლით ავსტრიაში, სადაც ისინი უკეთესი ცხოვრების იმედით თავშესაფარს ითხოვენ და ამით გაურბიან უმუშევრობას და სიღარიბეს კოსოვოდან.

XS
SM
MD
LG