Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: რუსეთი უკრაინის თაობაზე ცრუობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთი დაადანაშაულა, რომ უკრაინის კონფლიქტში თავისი მონაწილეობის თაობაზე ის ცრუობს. კერის, 24 თებერვალს , სენატის საფინანსო-საბიუჯეტო ქვეკომიტეტში გამოსვლისა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ჰკითხა, ეთანხმება თუ ის მოსაზრებას, რომ რუსეთი „ცრუობს“, როცა აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარი და იარაღი არ არის. კერიმ ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა და თქვა, რომ რუსები ჩემს წინაშე, სხვების წინაშე, ბევრ გარემოებაში, ჯიუტად ამახინჯებენ ფაქტებს, ცრუობენ, რაც გსურთ ის უწოდეთ, უკრაინაში მათი ქმედების შესახებო. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც შარშან აპრილის შემდეგ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, სეპარატისტებს ეხმარება.

XS
SM
MD
LG